ვორონცევიჩის 14 წლიანი ეპოქა დასრულდა – შენგელია ცსკა-ში გადაწყვეტილია?!

ანდრეი ვორონცევიჩის 14-წლიანი ეპოქა “ცსკა”-ში ოფიციალურად დასრულდა. ევროლიგის ერთ-ერთმა გრანდმა ვორონცევიჩთან გამომშვიდობების თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

“ეს არ ყოფილა იოლი გადაწყვეტილება, თითოეული ჩვენგანისთვის წარმოუდგენელია ვორონცევიჩის სხვა გუნდის მაისურით ხილვა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვორონცევიჩი “ცსკა”-ს სიმბოლო გახდა – ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. ჩვენს რიგებში, ომსკელი ბავშვი რუსული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი წარმომადგენელი და ვარსკვლავი გახდა. მადლობას გიხდით ჩვენი მაისურით ჩატარებული მატჩების გამო. მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, ეს შენი სახლია”, – აღნიშნა “ცსკა”-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა.

14 სეზონის განმავლობაში, ვორონცევიჩი “ცსკა”-სთან ერთად ევროლიგის სამგზის გამარჯვებული გახდა.

ვორონცევიჩის 14 წლიანი ეპოქა დასრულდა - შენგელია ცსკა-ში გადაწყვეტილია?! 1

ანდრეი ვორონცევიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ, “ცსკა”-ში შენგელიას ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური ხდება. გუნდისათვის საკულტო პაუერ ფორვარდის ჩანავლება სწორედ რომ სახელოვანი შემცვლელით უნდა მოხდეს, ამისთვის კი შენგელია იდეალური კანდიდატურაა – განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თორნიკე შენგელია და “ბასკონია” ესპანეთის ლიგა ენდესას ჩემპიონები გახდნენ.

eurohoops.net-ის მტკიცებით, “ცსკა” შენგელიას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. წყაროს მტკიცებით, ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

ვორონცევიჩის 14 წლიანი ეპოქა დასრულდა – შენგელია ცსკა-ში გადაწყვეტილია?!

სტატიის ავტორი
-