VTB ლიგა – ცსკამ უნიქსს მოუგო, შენგელიამ 14 ქულა მოაგროვა

VTB ლიგის ფლეიოფის ფინალური სერიის პირველ მატჩში მოსკოვის ,,ცსკამ” ,,უნიქსი” სტუმრად 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 85:77 დაამარცხა.

მოსკოვური გუნდის ქართველმა ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ, 23 წუთში 14 ქულა, 3 ასისტი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 6-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ,,ცსკას” შემადგენლობაში საუკეთესო უილი კლაიბერნი იყო, რომელმაც 19 ქულას, 8 მოხსნას, 4 პასს, 1 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.



მასპინძელთა რიგებში 15 ქულით, 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ჯონ ჰოლანდი გამოირჩა.

გუნდებს შორის მომდევნო მატჩი ორშაბათს, 7 ივნისს, კვლავ ყაზანში გაიმართება. ფინალური სერია სამ მოგებამდეა.



 

VTB ლიგა – ცსკამ უნიქსს მოუგო, შენგელიამ 14 ქულა მოაგროვა

სტატიის ავტორი
-