ზაზა ფაჩულიას შესანიშნავი მონაგარი და ბრწყინვალე ასისტი (ვიდეო)

ზაზა ფაჩულიამ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) “დეტროიტ პისტონსის” რიგებში. ქართველმა ცენტრმა შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა, 15 წუთში: 6 ქულა, 7 მოხსნა, 4 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შეასრულა.

საბოლოოდ შეხვედრა “დეტროიტსა” და “ბრუკლინს” შორის ზაზას “პისტონსის” გამარჯვებით, ანგარიშით – 103:100 დასრულდა.

გთავაზობთ, ზაზას ულამაზეს ასისტს, რომელიც პრესეზონზე “კლივლენდ კავალიერსთან” განახორციელა:

ზაზა ფაჩულიას შესანიშნავი მონაგარი და ბრწყინვალე ასისტი (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-