უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების წევრების, ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის გუნდთან დაპირისპირებამდე, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. “საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და “ლეხიც” დავმარცხდით, ვფიქრობ, […]