კვეკვესკირი დინამოს წინააღმდეგ – ბათუმელთა შემადგენლობა ლეხთან მატჩში ცნობილია

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ქართული გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

ძირითადი შემადგენლობა: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე (კ), ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი – ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი – ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ზურიკო დავითაშვილი – ჯოვინო ფლამარიონი.

სათადარიგოთა სკამი: მიხეილ ალავიძე – ლუკა ქაფიანიძე, მათე ვაწაძე, ჯაბა ჯიღაური, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ზარია, გიორგი ფანცულაია, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, მილან რადინი.

მთავარი მწვრთნელი:  გია გეგუჩაძე.

სათამაშო სქემა: 4-2-3-1.

რაც შეეხება პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში მყოფ ქართველებს, ნიკა კვეკვესკირი მატჩს სასტარტო თერთმეტეულიდან იწყებს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამზეა.

კვეკვესკირი დინამოს წინააღმდეგ – ბათუმელთა შემადგენლობა ლეხთან მატჩში ცნობილია

სტატიის ავტორი
-