გია გეგუჩაძე: “პროგნოზის გაკეთება ძნელია – საბრძოლო განწყობა და რთული მატჩის მოლოდინი გვაქვს”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი მატჩის წინ, რომელშიც “დინამო ბათუმი” ალბანურ “ტირანას” დაუპირისპირდება, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა. “თავს კარგად ვგრძნობთ და მატჩს ადეკვატური განწყობით ვხვდებით. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბრძოლო განწყობა გვაქვს. ჩვენმა მოწინააღმდეგე გუნდმა ბოლო პერიოდში ყველაფერი მაქსიმალურად დახურა და ინფორმაცია ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი. რაც ვიცით, არის მხოლოდ […]
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პოზნანის “ლეხთან” საპასუხო შეხვედრის წინ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმის” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მოახლოებულ შეხვედრაზე და გუნდში არსებულ ატმოსფეროზე კომენტარი გააკეთა. “იმედი მაქვს ხვალინდელ თამაშში განწყობა სათანადო იქნება, გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა. როგორც მე ვხედავ, ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მზად არიან. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. დიდი ანგარიშით მარცხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი […]
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმი” პოზნანის “ლეხთან” სტუმრად – 0:5 განადგურდა. მატჩის დასრულების შემდეგ მძიმე მარცხზე კომენტარი ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. “რა შემიძლია ვთქვა ასეთი მატჩის შემდეგ? მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ “ლეხს” გამარჯვება მივულოცო. დღეს მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და […]
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ქართული გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ძირითადი შემადგენლობა: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე (კ), ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი – ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი – ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ზურიკო […]
გია გეგუჩაძე: “ლეხს რეაბილიტაცია სურს, მაგრამ გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების წევრების, ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის გუნდთან დაპირისპირებამდე, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. “საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და “ლეხიც” დავმარცხდით, ვფიქრობ, […]
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო ბათუმი”, ბრატისლავის “სლოვანს” უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “მცირე მღელვარება გვაქვს, მაგრამ მოედანზე ყველაფერი გაივლის. ყოველთვის ვცდილობთ სათანადო სიმაღლეზე გამოვიყურებოდეთ და არ მგონია ხვალ ნაკლებად მოვინდომოთ. მნიშვნელოვანი მატჩის წინ მცირე მღელვარება არის, მაგრამ […]
კაპიტნების წინააღმდეგ: სლოვანთან მატჩში დინამო ბათუმის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” სლოვაკეთის დედაქალაქში, ბრატისლავის “სლოვანის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობა. აჭარული კლუბის სასტარტო თერთმეტეული უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ასეთია: “დინამო ბათუმი”: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი – ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი – ვლადიმერ […]
2022/23 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანის” წინააღმდეგ, სტუმრად, სლოვაკეთში გამართავს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს. მატჩის წინ, ბრატისლავაში აჭარული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “უდავოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. ჩვენი მეტოქე როგორც ინდივიდუალურად […]
გურამ კაშია: “არ მიხარია, რომ დინამო ბათუმს შევხვდით, ევროთასებზე ქართულ გუნდებს ვგულშემატკივრობ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში “დინამო ბათუმთან” დაპირისპირების წინ, ბრატისლავის “სლოვანის” ცენტრალურმა მცველმა და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ სლოვაკურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. საწვრთნელი შეკრება შესანიშნავი საწვრთნელი შეკრება გვქონდა და ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ. მზად უნდა ვიყოთ, სხვა გზა არ გვაქვს. […]
დინამო ბათუმი დაცვას აძლიერებს: ჩემპიონმა ფერენცვაროშის ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი”, 2022 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. აჭარული გუნდი თურქეთში, ანტალიის ქალაქ ბელეკში წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებას გადის და შემადგენლობის გაძლიერებაზეც მუშაობს. გუნდმა ყველა ხაზში უკვე რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა ისე ჩანდა, რომ ყველაზე მეტად გაძლიერებას ცენტრალური დაცვის ზონა საჭიროებდა, სადაც გია გეგუჩაძის გუნდს სიახლე აქვს. ახალი სეზონიდან, “დინამო ბათუმის” რიგებს განელი […]
გეგუჩაძე | დინამო ბათუმმა ჩემპიონობა ყოველმხრივ დაიმსახურა
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში ჩემპიონის რანგში წყალტუბოში სამგურალთან გაიმარჯვა. მთავარმა მწვრთნელმა კონკრეტული მატჩი და სეზონი შეაფასა. „რთული სეზონი გვქონდა – გუნდი გამოდიოდა როგორც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე თასის გათამაშებასა და ევროტურნირებში. ყოველ მეოთხე დღეს ვთამაშობდით, თუ არ ჩავთვლით, იშვიათ პაუზებს. თუმცა ფინიშამდე მივედით, ერთი თამაში დაგვრჩა და მიზანს მივაღწიეთ – ამიტომ სეზონს დადებითად […]
სეზონის მთავარი მატჩის პრევიუ: დინამო ბათუმი – დინამო თბილისი
დინამო ბათუმი – დინამო თბილისი დრო: 20 ოქტომბერი, 18:30 საათი სტადიონი: ბათუმი არენა (ბათუმი, საქართველო) მთავარი მსაჯი: ჰიუსეინ გოჩეკი (თურქეთი) საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი შეხვედრა, -ე ტურში, ბათუმში, ახალაშენებულ “ბათუმი არენაზე” უნდა გაიმართოს და მასში “დინამო ბათუმმა” “დინამო თბილისს” უნდა უმასპინძლოს. ბოლო წლებში, ქვეყნის ჩემპიონატის ორი მთავარი გუნდი ერთმანეთს სეზონში მეოთხედ უნდა […]