სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს

ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ,

13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარგენილ იქნა კანონ-პროექტი სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დანერგვის თაობაზე. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად (70%-მდე) გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვარის 25 წლამდე გაზრდას. აღნიშნული კანონ-პროექტის განხილვები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და პარლამენტი მიმდინარე კვირაში აპირებს მის დამტკიცებას.

ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივები სპორტის სფეროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეაფასა ქართული სპორტის მიერ დაფინანსების მოპოვების ახალ შესაძლებლობად. ასოციაციის ფორმატში, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სათამაშო ვებ-გვერდის ოპერატორის სახელით, გვსურს, აღნიშნული საკითხი განვმარტოთ შემდეგნაირად:

აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას. აღნიშნული სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობაა და, ასევე, ემსახურება კომპანიების იმიჯის ამაღლებას. ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრები ფინანსდებოდა ბიზნესის სტანდარტული საქმიანობით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში – სხვა მარკეტინგული ან ფინანსური გამართლება აღნიშნულ სასპონსორო კამპანიებს არასოდეს ჰქონია.

გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონ-პროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.

სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს

| Never chek this, 7 კაცა, ATP/WTA, NBA, PRO 12, TOP 14, ავსტრალიის ღია პირველობა, ამერიკის ღია პირველობა, ამსტრერდამის აიაქსი, ბუნდესლიგა, დიდი 10, დიდი სლემი, ევროლიგა, ევროპა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, ერედივიზიონი, ერთა თასი, ეროვნული ლიგა, ექვსი ერი, ვიდეო მიმოხილვები, ზე რაგბი, კალათბურთი, კონფერენს ლიგა, კონფერენს ლიგვა, კოპა ამერიკა, ლა ლიგა, ლიგა 1, მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, ოთხი ერი, პრემიერლიგა, რაგბი, როლან გაროსი, საბრძოლო ხელოვნება, საკლუბო ტურნირები, საკლუბო ტურნირები, სანაკრებო თამაშები, სანაკრებო ტურნირები, სანაკრებო ტურნირები, საქართველოს ჩემპიონატი, სერია ა, სუმო, სხვა, სხვა, სხვა, სხვა, სხვა, ტესტ მატჩები, უეფას კონფერენც ლიგა, უიმბლდონი, ფეხბურთი, ქართული სპორტი, ჩემპიონატები, ჩემპიონატები, ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა, ჩოგბურთი, ძიუდო, ჭიდაობა |
სტატიის ავტორი
-