10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოზიციების მიხედვით

ზაფხულის სატნრასფერო ფანჯარა ხვალ, 10 ივნისს იხსნება.

კლუბებს ხვალიდან ოფიციალურად შეეძლებათ გაიფორმონ ფეხბურთელები. მაგრამ, გუნდები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ერთ ფეხბურთელში დიდი თანხის გადახდა წარმატების საწინდარი არაა. ამის დასამტკიცებლად, გთავაზობთ ათ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს, ყველა პოზიციაზე. იმისათვის რომ, სტატისტიკა უფრო თვალსაჩინო გახდეს, ფეხბურთელების შედეგიანობა 5 ბალიანი სისტემით შევაფასოთ.


მეკარეები

1. კეპა არიზაბალაგა

ბილბაოს “ატლეტიკიდან” “ჩელსიში”, 80 მლნ, 2018

შეფასება: 1/5


 2. ალისონი 

“რომადან” “ლივერპულში”, 62 მლნ, 2018

შეფასება: 4/5


3. ჯანლუინი ბუფონი

“პარმადან” “იუვენტუსში”, €53 მლნ, 2001

შეფასება: 5/5


4. ედერსონი

“ბენფიკადან” “მანჩესტერ სიტიში”, €40 მლნ, 2017

შეფასება: 4/5


5. ტიბო კურტუა

“ჩელსიდან”  “რეალ მადრიდში”, €35 მლნ, 2018

შეფასება: 4/5


6. მანუელ ნოიერი

“შალკედან” “ბაიერნში”, €30 მლნ, 2011

შეფასება: 5/5


7. ჯორდან პიკფორდი

“სანდერლენდიდან” “ევერტონში”, €28 მლნ, 2017

შეფასება: 4/5


8. ფრანჩესკო ტოლდო

“ფიორენტინადან” “ინტერში”, €26.5 მლნ, 2001

შეფასება: 3/5


9. ბერნდ ლენო

“ბაიერ ლევერკუზენიდან” “არსენალში”, €25 მლნ, 2018

შეფასება: 2/5


10. დავიდ დე ხეა

“ატლეტიკოდან” “მანჩესტერს იუნაიტედში”, €25 მლნ, 2011

შეფასება: 4/5


შეჯამება

როგორც ვხედავთ, ყველაზე ძვირადღირებულმა მეკარემ, ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. ახლა ის კლუბის მეორე მეკარეა და ედუარ მენდის შემცვლელია. თუ მეკარეზე ბევრს დახარჯავ, მან გუნდს სარგებელი უნდა მოუტანოს. ალისონი, ბუფონი, ედერსონი, კურტუა, ნოიერი და პიკფორდი. ეს იმ მეკარეების ჩამონათვალია, რომლებშიც, თავის დროზე, ბევრად მცირე თანხაა გადახდილი, თუმცა მათ საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.

 

10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოზიციების მიხედვით 1


მცველები

1. ჰარი მაგუიაიერი

“ლესტერ სიტიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”,€85.5 მლნ, 2019

შეფასება: 3/5


2. მატეის დე ლიხტი

“აიაქსიდან” იუვენტუსში”, €85.5 მლნ, 2018

შეფასება: 3/5


3. ვირჯილ ვან დაიკი

“საუთჰემპტონიდან” “ლივერპულში”, €84.6 მლნ, 2018

შეფასება: 4/5


4. ლუკას ერნანდესი

“ატლეტიკოდან” “ბაიერნში”, €80 მლნ, 2019

შეფასება: 2/5


5. რუბენ დიაში

“ბენფიკადან” “მანჩესტერ სიტიში”, €68 მლნ, 2020

შეფასება: 4/5


6. აიმერიკ ლაპორტი

ბილბაოს “ატლეტიკიდან” “მანჩესტერ სიტიში”, €65 მლნ, 2018

შეფასება: 3/5


7. ბენჟამინ მენდი

“მონაკოდან” “მანჩესტერ სიტიში”, €57.5 მლნ, 2017

შეფასება: 1/5


8. ჯონ სტოუნსი

“ევერტონიდან” “მანჩესტერ სიტიში”, €55.6 მლნ, 2016

შეფასება: 3/5


9. აარონ ვან-ბისაკა

“კრისტალ პალასიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”, €55 მლნ, 2019

შეფასება: 1/5


10. კაილ უოკერი

“ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” “მანჩესტერ სიტიში”, €52.5 მლნ, 2017

შეფასება: 3/5


შეჯამება

კვლავ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ყველაზე დაბალი შეფასებით. ამჯერად, ჰარი მაგუაიერი 87 მოლიონ ევროდ.არც  დე ლიხტის ტრანსფერ ითვლება წარმატებულად, თუმცა, ინგლისელზე უკეთესი ნამდვილად არის. ჩვენს სიაში 7 მანჩესტერელი მოხვდა, აქედან 5 “სიტის” ფეხბურთელია. ერთადერთი ვინც შეფასებაში 1/5 მიიღო “წითელი ეშმაკების” ფეხბურთელი ვან-ბისაკაა.10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოზიციების მიხედვით 2


ნახევარმცველები

1. პოლ პოგბა

“იუვენტუსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”, €105 მლნ, 2016

შეფასება:1/5


2. ფრენკი დე იონგი

“აიაქსი” “ბარსელონა”, €86 მლნ, 2019

შეფასება: 3/5


3. ზინედინ ზიდანი

“იუვენტუსი” “რეალ მადრიდი”, €77.5 მლნ, 2002

შეფასება: 5/5


4. კევინ დე ბრუინი

“ვოლფსბურგიდან” მანჩესტერ სიტიში”, €76 მლნ, 2016

შეფასება: 4/5


5. ხამეს როდრიგესი

“მონაკოდან” “რეალ მადრიდში”, €75 მლნ, 2014

შეფასება: 1/5


6. ტომას ლემარი

“მონაკოდან” “ატლეტიკოში”, €72 მლნ, 2018

შეფასება: 1/5


7. კაკა

“მილანიდან” “რეალ მადრიდში”, €67 მლნ, 2009

შეფასება: 1/5


8. ბრუნო ფერნანდეში

“სპორტინგიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”, €63 მლნ, 2020

შეფასება: 3/5


9. როდრი

“ატლეტიკოდან” “მანჩესტერ სიტიში”, €62.7 მლნ, 2019

შეფასება: 3/5


10. ტანგი ნდომბელე

“ლიონიდან” “ტოტენჰემ ჰოთსპურში”, €60 მლნ, 2019

შეფასება: 1/5


შეჯამება

კიდევ ერთხელ, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იღებს ყველაზე დაბალ შეფასებას. ამჯერად ეს პოლ პოგბაა, 105 მილიონ ევროდ. ამ ტრანსფერიდან ექვსი წელია გასული და პოგბას მიმართ წლიდან წლამდე ისმოდა უკმაყოფილი განცხადებები. ფრანგი ვერ აჩვენებდა თავის მაქსიმუმს და შეფასებაც ლოგიკურია.

10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოზიციების მიხედვით 3


ფორვარდები

1. ნეიმარი

“ბარსელონადან” “პსჟ-ში”, €222 მლნ,2017

შეფასება: 2/5


2. კილიან მბაპე

“მონაკოდან” “პსჟ-ში”, €180 მლნ, 2017

შეფასება: 4/5


3. უსმან დემბელე

“დორტმუნდიდან” “ბარსელონაში”, €140 მლნ, 2017

შეფასება: 1/5


4. ფილიპე კოუტინიო

“ლივერპულიდან” “ბარსელონაში”,€135 მლნ,2018

შეფასება:1/5


5. ჟოაო ფელიში

“ბენფიკადან” “ატლეტიკოში”, €127.5 მლნ, 2019

შეფასება: 2/5


6. ანტუან გრიზმანი

“ატლეტიკოდან” ბარსელონაში”, €120 მლნ, 2019

შეფასება:1/5


7. კრიშტიანუ რონალდუ

“რეალ მადრიდიდან” “იუვენტუსში”, €117 მლნ, 2018

შეფასება: 3/5


8. ედენ აზარი

“ჩელსიდან” “რეალ მადრიდში”, €115 მლნ, 2019

შეფასება: 1/5


9. გარეთ ბეილი

“ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” “რეალ მადრიდში”, €101 მლნ, 2014

შეფასება: 2/5


10. კრიშტიანუ რონალდუ

“მანჩესტერ იუნაიტედიან” “რეალ მადრიდში”, €94 მლნ, 2009

შეფასება: 5/5


შეჯამება 

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამ სტატისტიკაშიც ერთ-ერთმა ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა, ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა, 1/5. ეს ფრანგი უსმან დებელეა. მისი რეგრესი “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ აშკარაა. მის გარდა “ბარსელონას” კიდევ ორი ყოფილი ფეხბურთელიც მოხვდა. ანტუან გრიზმანი და ფილიპე კოუტინიო. ისინიც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ წყალში გადაყრილ ფულად.10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოზიციების მიხედვით 4

 

10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოზიციების მიხედვით

სტატიის ავტორი
-