ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურის ჯანმრთელობს მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა, ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ქართველმა ძიუდოისტმა დღეს სედრიკ ოლივართან დაპირისპირებისას ხელი დაიზიანა.

,,ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. უტარდება სამედიცინო დახმარება და მთავარია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის საბოლოო დასკვნის შედეგად უკვე დეტალურად მოგაწოდებთ ინფორმაციას.

სპორტსმენი კარგად არის, დაწყნარდა და ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ მოკლე პერიოდში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და საქართველო,” – განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.


ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურის ჯანმრთელობს მდგომარეობაზე ისაუბრა 1

ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურის ჯანმრთელობს მდგომარეობაზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-