რეიტინგის პირველი ნომერი დამარცხებულია – სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გავიდა

ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიპიადაზე ზედიზედ მესამე დაპირისპირება მოიგო.

ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი, ო სან უკი (სამხრეთ კორეა) 15:13 დაამარცა და ნახევარფინალში გავიდა.

სანდრო ბაზაძე მომავალ შეხვედრას მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერთან, არონ შილადისთან (უნგრეთი) გამართავს, რომელმაც ალი პაკდამანს (ირანი) 15:6 მოუგო. დაპირისპირება თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.

რეიტინგის პირველი ნომერი დამარცხებულია – სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-