23-26 თებერვალს ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

23-26 თებერვალს თბილისში, ნინო სალუქვაძის ტირში ჩატარდა ტყვიის მსროლელთა საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში (10-მეტრიანი დისტანცია), რომელშიც მონაწილეობდა თბილისის ორივე კლუბი (სკა; „ნინო სალუქვაძის ტირი“) და ქუთაისის გუნდი. ჩემპიონატში გამოდიოდა 51 სპორტსმენი.

შეჯიბრება პირად პირველობაში ჩატარდა ორ ასაკობრივ ჯგუფში – უფროსებსა და ახალგაზრდებში, ხოლო შერეულ წყვილებში ასაკობრივი დაყოფა არ ყოფილა, უფროსები და ახალგაზრდები ერთად ისროდნენ.

ქალები (26 მონაწილე)

უფროსები

  1. ნინო სალუქვაძე (თბილისი; ტ.ნ.ს.) – 573 ქულა (99, 97, 97, 96, 90, 94)
  2. 2. მარიამ ღვინიაშვილი (თბილისი; ტ.ნ.ს) – 558 (93, 91, 92, 93, 94, 95)
  3. 3. ნონა მახარაშვილი (თბილისი; ტ. ნ.ს.) – 553 (87, 94, 94, 94, 91, 93)

ახალგაზრდები

  1. ლიზი კილაძე (ქუთაისი; ს.კ. დინამო) – 568 (97, 93, 93, 96, 95, 94)
  2. 2. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი; ს.კ. დინამო) – 564 (91, 93, 94, 94, 95, 97)
  3. 3. მარიამ დიასამიძე (თბილისი; ტ.ნ.ს.) – 551 (95, 92, 93, 93, 83, 95)

ვაჟები (25 მონაწილე)

უფროსები

  1. მიხეილ სანიკიძე (თბილისი; ტ.ნ.ს.) – 568 ქულა (95, 95, 93, 92, 96, 97)
  2. 2. ცოტნე მაჭავარიანი (თბილისი; ტ.ნ.ს.) – 567 (92, 97, 97, 98, 91, 92)
  3. 3. ლევან ქადაგიძე (თბილისი; ტ.ნ.ს.) – 564 (92, 95, 95, 96, 93, 93)

ახალგაზრდები

  1. აკაკი მოსულიშვილი (თბილისი; ტ.ნ.ს.) – 557 (91, 91, 96, 95, 93, 91)
  2. 2. იოანე ხვარეშია (ქუთაისი, ს.ს. დინამო) – 553 (93. 91. 96. 89. 92.92)
  3. 3. მაქს პლენენგერი (თბილისი; ტ.ნ.ს.) – 544 (88. 87. 92. 88. 95.94)

შერეული წყვილები (19 წყვილი)

  1. ლიზი კილაძე (ქუთაისი) – აკაკი მოსულიშვილი (თბილისი) – 754 ქულა
  2. ნინო სალუქვაძე- ცოტნე მაჭავარიანი (თბილისი) – 753
  3. მარიამ ღვინიაშვილი – ვლადიმერ მაიოროვო (თბილისი) – 750

23-26 თებერვალს ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

სტატიის ავტორი
-