ნაგოია ბაშო მე-11 დღე – მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

ნაგოიაში მიმდინარე სუმოს 2019 წლის რიგით მეოთხე სუპერტურნირი ქართველთათვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენმა ოძეკიმ, ტრავმებიდან გამომდინარე, ასპარეზი უკვე დაასრულა. რაც შეეხება გაგამარუს, ის ჯურიოს მეორე ნომერია და ასევე ტრავმირებული ასპარეზობს – სწორედ ესაა მისი წარუმატებლობის მიზეზი.

მე-11 დღის ბოლოს, გაგას ბალანსი 2 მოგება და 9 მარცხია, რაც ოფიციალურად უარყოფითი ბალანსია და იმის მაუწყებელია, რომ მომდევნო ბაშოზე გაგა რეიტინგში დაქვეითდება. მე-12 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-9 ნომერი მიტორიუ იქნება.

რაც შეეხება მაკუუჩი ანუ უმაღლეს დივიზონს, აქ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. მე-9 დღის ბრძოლაში პირველად დამარცხდა თეთრი ფენიქსი, ანუ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომლის მეტოქეც თანამემამულე, ყველაზე მძიმეწონოსანი მებრძოლი იჩინოჯო გახლდათ, ეს ერთადერთი მარცხია მისთვის. ნაგოია ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუა, რომელმაც მე-11 დღეს ექს ოძეკი კოტოშოგიკუ დაამარცხა.

გთავაზობთ ჩემპიონობისათვის მებრძოლ სუმოისტებს მე-11 დღის ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით:

11 მოგება – იოკოძუნა კაკურიუ 

10 მოგება – იოკოძუნა ჰაკუჰო 

9 მოგება –  დ7მ ტომოკაძე, დ16მ  ტერუცუიოში

8 მოგება – ა7მ მიოგირიუ 

ნაგოია ბაშო მე-11 დღე – მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

სტატიის ავტორი
-