,,არ მიკვირს, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე, შენ ხომ იტალიაში თამაშობ” – მიულერი გოსენსს

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ტომას მიულერი, პორტუგალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, თანაგუნდელს – რობინ გოსენსს გაეხუმრა, რომელიც მწვრთნელმა 63-ე წუთზე შეცვალა:

,,გასაკვირი არ არის, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე, შენ ხომ იტალიაში თამაშობ,” – მიულერის სიტყვებს The Athletic-ი ციტირებს.

გოსენსი მიულერის ნათქვას პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა – ,,დიახ, მიულერმა მართლაც ასე მითხრა. მე კი ვუპასუხე, რომ სჯობს კარგი 60 წუთი გქონდეს, ვიდრე – ცუდი 90. მან გაიცინა და ვფიქრობ, ამით ამაზე საუბარი დავასრულეთ.”

რობენ გოსენსმა მონაწილეობა პორტუგალიის კარში გატანილ ოთხივე გოლში მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.


,,არ მიკვირს, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე, შენ ხომ იტალიაში თამაშობ” – მიულერი გოსენსს

სტატიის ავტორი
-