Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda – ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია

ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება და კულმინაცია პიკს აღწევს. სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი გრან-პრია დარჩენილი და თანამედროვეობის ორ საუკეთესო პილოტს შორს შეუპოვარი ბრძოლაა გაჩაღებული.

369.5 ქულით მაქს ვერსტაპენი პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ნიდერლანდელს მოდუნების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ჰემილტონის პირად აქტივში ქულათა იდენტური რაოდენობაა. 12 დეკემბერს, ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი უკანასკნელ გრან-პრის აბუ დაბი უმასპინძლებს – ვერსტაპენი ნანატრი, პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებას შეეცდება – ჰემილტონი კი მერვე ჩემპიონობაზე გაიწევს.

Mercedes-ისა და Red Bull Racing-Honda-ს საჯინიბოებს შორის გაჩაღებული მედგარი ბრძოლის ფონზე, თვალი გადავავლოთ მაქს ვერსტაპენისა და ლუის ჰემილტონის სუპერქარების კოლექციას.

Aston Martin DB11

2019 წელს მაქს ვერსტაპენი Aston Martin DB11-ით შენიშნეს. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ლეგენდარული ჯეიმს ბონდის Aston Martin DB10-ის სამოქალაქო ვერსიაა. ნიდერლანდელი Aston Martin-ის დიდი სიყვარულით გამოირჩევა და DB11 არ არის ერთადერთი მოდელი, რომელიც მის კოლექციას ამშვენებს.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 1

Aston Martin Vantage

V12 ძრავით აღჭურვილ Vantage-ს 100კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად 3.5 წამის სჭირდება.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 2

Aston Martin DBS Superleggera

Aston Martin-ის DBS სერიის კიდევ ერთი სუპერმოდელი, რომელიც ასევე V12 ძრავითაა აღჭურვილი. Superleggera-ს ღირებულება €350,000 შეადგენს და ვერსტაპენი მას 2018 წლიდან ფლობს.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 3
Aston Martin Valkyrie

Aston Martin-ისა და Red Bull-ის ერთობლივი საოცრება. ჰიპერავტომობილი 6.5 ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 4

Ferrari Monza SP2

სელებრითების ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილი. Ferrari Monza SP2-ით ისეთი სახელოვანი ვარსკვლავები სარგებლობენ, როგორიცაა: მზარეული გორდონ რემსი და ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. 6.5 ლიტრიანი V12 ძრავით აღჭურვილ Monza SP2-ს 100კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად 2.9 წამი სჭირდება, მისი ღირებულება კი €1.6 მილიონს შეადგენს.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 5

Ferrari 488 Pista

720 ცხენის ძალა და 2.85 წამში განვითარებული 100კმ/სთ სიჩქარე… ფორმულა 1-ის სახელოვანი პილოტის ავტოფარეხს ასეთი სუპერქარი ნამდვილად უნდა ამშვენებდეს.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 6

Renault R.S.01

ვერსტაპენის პირად ავტოკოლექციაში Renault R.S.01 შესაძლოა ძრავის სიმძლავრით ყველაზე ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა ავტომობილის ღირებულება $400,000 შეადგენს.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 7

Porsche 911 GT3 RS

კლასიკა… ნებისმიერი ავტომოყვარულისათვის საოცნებო ავტომობილი. ყველასათვის სასურველი Porsche 911 GT3 RS ვერსტაპენის ავტოკოლექციას ამშვენებს, მისი ღირებულება კი $400,000 შეადგენს.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 8

Mercedes-Benz C63 S AMG

არ არსებობს კოლექცია Mercedes-Benz-ის გარეშე. C63 S AMG-ის საბაზრო ღირებულება $70,000-დან იწყება.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 9

Falcon-900EX

უკანასკნელი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოდელი, რომელიც ვერსტაპენის ავტოფარეხს არა, მაგრამ კოლექციას ნამდვილად ამშვენებს.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 10

ახლა კი დროა ლუის ჰემილტონის ავტოკოლექციას გადავხედოთ, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავია. ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის კოლექციას, რომელიც მერვე ტიტულთანაა ახლოს – თანამედროვე სუპერქარებთან ერთად, ვინტაჟური ავტომობილიც ამშვენებს.

Ferrari LaFerrari

ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი ორ Ferrari LaFerrari-ს ფლობს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by @_rockieblunt

Pagani Zonda 760 LH

760 ცხენის ძალა და V12 ძრავი. ამ სუპერქარს 100კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად, მხოლოდ 2.6 წამი სჭირდება.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 11

McLaren P1

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც ჰემილტონის კოლექციას ამშვენებს. სუპერქარის ღირებულება $1.15 მილიონს შეადგენს.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 12

1966 Shelby 427 Cobra

1966 წლის ლეგენდარული მოდელის შეძენა, ჰემილტონს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, 1966 Shelby 427 Cobra-ს სანაცვლოდ, ბრიტანელმა $1.5 მილიონი გადაიხადა.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 13

Mercedes-Benz SLS AMG Coupe Black Series

Mercedes-Benz-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ელეგანტური მოდელი, რომელიც ჰემილტონის ავტოკოლექციას ამშვენებს.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 14

Mercedes-AMG Project One

სუპერქარის წარმოება ჯერ კიდევ არ დაწყებულა, თუმცა ის უკვე მოხვდა ჰემილტონის კოლექციაში. გავრცელებული ინფორმაციით, Mercedes-AMG Project One ფორმულა 1-ის ბოლიდის ძრავით იქნება აღჭურვილი. კონსტრუქტორები იმედოვნებენ, რომ იგი Aston Martin Valkyrie-ს გაუწევს კონკურენციას.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია 15

MV Agusta Lewis Hamilton edition 800RR

ჰემილტონის კოლექციას არა მხოლოდ ავტომობილები, არამედ ეს გასაოცარი მოტოციკლიც ამშვენებს, რომელიც ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის საპატივსაცემოდაა გამოშვებული. სერიულ წარმოებაში მხოლოდ 144 მოდელი გამოვიდა.

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda – ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია

სტატიის ავტორი
-