BREAKING | მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა

UFC Vegas 25-ის ივენთზე გულშემატკივრმა გამორჩეული ბრძოლები იხილა. ქართველი მებრძოლებისთვის ივენთი წარმატებული გამოდგა – გიგა ჭიკაძემ სახელოვანი კაბ სვენსონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებლად ასპარეზობს (6:0).

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ივენთზე, გამარჯვება კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა – მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა. დვალიშვილისა და სტამანის 3-რაუნდიანი დაპირისპირება ქართველი მებრძოლის სრული დომინირებით წარიმართა და დვალიშვილმა ოქტაგონზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

UFC-ის განახლებულ რეიტინგში მერაბ დვალიშვილი 4 პოზიციით დაწინაურდა. ქვემსუბუქი (BANTAMWEIGHT) წონითი კატეგორიის განახლებულ რეიტინგში, დვალიშვილი მერვე პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს, ქართველი მებრძოლის თანაგუნდელი – ალჯამაინ სტერლინგი იკავებს.


BREAKING | მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა 1

BREAKING | მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-