ჩაკვეტაძის გოლს “გენტმა” Twitter-ზე პოსტი მიუძღვნა

ყაზახეთის ნაკრებთან გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავ გოლს “გენტი” გამოეხმაურა, რომლის შემადგენლობაშიც ჩაკვეტაძე 2017 წლიდან თამაშობს.

“გიორგი ჩაკვეტაძე, დაიმახსოვრეთ ეს სახელი…” – ვკითხულობთ “გენტის” ოფიციალურ Twitter-ზე.

აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ “გენტმა” საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაც მიულოცა: “ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს და ორ გიორგის” – ბელგიური გუნდი ჩაკვეტაძესთან ერთად გიორგი ქვილითაიასაც გულისხმობდა.

ჩაკვეტაძის გოლთან დაკავშირებით გამოხმაურება “გენტმა” სახალისო პოსტით დაასრულა, რასაც აღინიშნა, რომ ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა.

ჩაკვეტაძის გოლს “გენტმა” Twitter-ზე პოსტი მიუძღვნა

სტატიის ავტორი
-