დარია ბილოდიდი თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს

უკრაინის ძიუდოს ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე 13 სპორტსმენით ჩამოვა. მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის 2-2-გზის ჩემპიონი – დარია ბილოდიდი იქნება, რომელიც – 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. ამ მომენტისთვის ტურნირზე 32 ქვეყნის 270 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

უკრაინის ნაკრების შემადგენლობა:

– 60 კგ. ბეკირბეკ მორგოიევი

– 66 კგ. – ევგენ გონჩარკო

– 73 კგ. – არტემ ხომულა

– 81 კგ. – გევორგ მანუკიანი, სერგეი კრივჩაჩი

– 90 კგ. – არტიომ ბუბირი

– 90 კგ. – ზაურ დუნიამალიევი

– 100 კგ. – ოლექსეი იერშოვი

+ 100 კგ. – იაკივ ხამო

– 57 კგ. – დარია ბილოდიდი

– 70 კგ. – ნატალია ჩისტიაკოვა

– 78 კგ. – ელიზავეტა ლიტვინენკო

დარია ბილოდიდი თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-