დიეგო კოშტას ნაცვლად ნაკრებში იაგო ასპასი გამოიძახეს

დიეგო კოშტა ესპანეთის ნაკრების მომდევნო მატჩებს გამოტოვებს. Marca-ს ცნობით, აღნიშნულის მიზეზად კოშტას ოჯახური პრობლემები სახელდება.

ცნობილია, რომ „ატლეტიკოს“ ფორვარდის ნაცვლად ნაკრებში „სელტას“ თავდამსხმელი, იაგო ასპასი იქნა გამოძახებული.

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით 6 სექტემბერს ინგლისს დაუპირისპირდება, ხოლო 11 სექტემბერს კი “ფურია როხა” ხორვატიას შეხვდება.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა იხილეთ აქ.

 

დიეგო კოშტას ნაცვლად ნაკრებში იაგო ასპასი გამოიძახეს

სტატიის ავტორი
-