დვალიშვილი Vs. ალდო – ქართველის ისტორიული გამარჯვება

UFC 278-ის ივენთზე, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივარს სოცარი ბრძოლა აჩუქა, რომელშიც ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა.

3-რაუნდიანი დაპირისპირება მერაბ დვალიშვილის სრული დომინირებით წარიმართა, რაც ლოგიკური შედეგით – ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა! მსაჯების გადაწყვეტილებით, დვალიშვილმა მეტოქე სამივე რაუნდში (29-28, 29-28, 30-27) დაამარცხა.

ამ ბრძოლას განსაკუთრებულს ის გარემოებაც ხდის, რომ მერაბ დვალიშვილმა ოქტაგონზე ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და დივიზიონის ელიტაში ღირსეულად დაიმკვიდრა თავი – UFC-ის ლეგენდის დამარცხების შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლისაკენ მიმავალ რთულ გზაზე, დვალიშვილმა თამამი განაცხადი გააკეთა.

დვალიშვილი Vs. ალდო – ქართველის ისტორიული გამარჯვება

სტატიის ავტორი
-