დვალიშვილმა ნურმაგომედოვის გამოწვევას უპასუხა

UFC 266-ის ივენთზე მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაეში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ, Instagram-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილის – უმარ ნურმაგომედოვის პოსტი გავრცელდა. დაღესტნელი მებრძოლი იმედს გამოთქვამს, რომ ოდესმე დვალიშვილს ოქტაგონზე დაუპირისპირდება.

“თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ. ოდესმე”, – აღნიშნა უმარ ნურმაგომედოვმა. 

UFC-ში უმარ ნურმაგომედოვის დებიუტი 2021 წლის 20 იანვარს შედგა. დაღესტნელმა სერგეი მოროზოვი დაამარცხა და ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელიც ნურმაგომედოვმა UFC-ში გამართა.

29 სექტემბერს, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის გამოწვევას უპასუხა: “პატივს გცემ, ძმაო. მაგრამ, პირველ რიგში ყელსაბამი გჭირდება დაღესტნის რუკით და კავკასიური ჩოხა.”

დვალიშვილმა ნურმაგომედოვის გამოწვევას უპასუხა

სტატიის ავტორი
-