403-დღიანი პაუზის შემდეგ – ლაშა ბექაური ტატამზე ბრუნდება | შემადგენლობა

3-4 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში, “ობერვარტის ევროპის პირველობა” გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით იასპარეზებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 404 დღიანი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ არ უჭიდავია. Live.ge-ს, ლაშა ბექაურის ტატამზე დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თავად ლაშა ბექაურმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა დაუდასტურეს.

ლაშა ბექაურის ჩათვლით, საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით წარსდგება.


შემადგენლობა


-66 კგ: გიორგი თუთაშვილი, საბა კაპანაძე

-81 კგ: ვლადიმერ ახალკაცი

-90 კგ: ლაშა ბექაური

-100 კგ: ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი.

403-დღიანი პაუზის შემდეგ – ლაშა ბექაური ტატამზე ბრუნდება | შემადგენლობა

სტატიის ავტორი
-