უნგრეთის მასტერსი | საქართველოს ნაკრები სუპერშემადგენლობით იასპარეზებს
4-6 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს – უნგრეთის მასტერსს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები სუპერშემადგენლობით იასპარეზებს. belive საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს – ლაშა გუჯეჯიანს დაუკავშირდა, რომელმაც უნგრეთის მასტერსის შემადგენლობა დაგვისახელა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უნგრეთის მასტერსზე 60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე 66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი […]
ლაშა გუჯეჯიანი: “ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა…”
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, სოციალურ ქსელში 2023 წლის ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაწერა. “2023 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც დოჰაში გაიმართა დასრულდა. ერთი შეხედვით, ოფიციალური ინფორმაცია უდიდეს ემოციას იტევს. აქ ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა. როგორც მთავარი მწრთვნელი უბედნიერესი ვიყავი ფინალში ორი ქართველის შეხვედრა რომ გადაწყდა. […]
ისტორიაში პირველად – 2 ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღე ქართული ტრიუმფით დასრულდა. 25 წლის ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური დაამარცხა. განვლილი 5 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს მედალი (ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე); 1 ვერცხლის მედალი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს მედალია (გიორგი სარდალაშვილი). აღსანიშნავია ის […]
ლაშა გუჯეჯიანი: “ჩვენი მთავარი მიზანი რეკორდებია…”
7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, Belive საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს – ლაშა გუჯეჯიანს გაესაუბრა. გუნდის მომზადებით თუ ხართ კმაყოფილი, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, როგორ ფორმაშია ნაკრები?! “მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეკრებამ ბრწყინვალედ ჩაიარა. ნაკრების თითოეული წევრი ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება. საბოლოო ჯამში ნაკრების მომზადებით კმაყოფილი […]
ქართველები საუკეთესოობისთვის იბრძვიან – ხმის მიცემა გრძელდება!
ყოველწლიურად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მასპინძლობს დაჯილდოებას, რათა ხაზი გაუსვას ძიუდოს გამორჩეულ მიღწევებს წლის განმავლობაში. ამ გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ გულშემატკივრები. ისინი ინტერნეტის საშუალებით 24 საათში ერთხელ, ხმას უჭერენ სხვადასხვა სპორტსმენებსა თუ მწვრთნელებს, შემდეგ ნომინაციებში: ძიუდო მშვიდობისთვის 2022 წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი წლის საუკეთესო იპონი ბავშვთა ძიუდო 2022 2022 წლის საუკეთესო მომენტი 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი 2022 […]
2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი
2022 წელი ქართული ძიუდოსთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მამაკაცთა ნაკრებმა პირველხარისხოვან ტურნირებზე (მასტერსი, გრან პრი, გრანდ სლემი), ხარისხობრივ-რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა. საქართველომ შეძლო და ძიუდოს სამშობლოს იაპონიას გადაასწრო. ჩვენმა სპორტსმენებმა წელს 15 ოქროს, 11 ვერცხლის და 14 ბრინჯაო მოპოვება შეძლეს. მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოში პირველ […]
იერუსალიმის მასტერსი | ლაშა ბექაური წლის დასკვნით ტურნირს მოეხსნა
20 დეკემბერს, ძიუდოს 2022 წლის ბოლო შეჯიბრმა აიღო სტარტი, რომელსაც ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი მასპინძლობს. იერუსალიმის მასტერსი 20 დეკემბერს დაიწყო და 22 დეკემბერს დასრულდება. წლის ბოლო შემაჯამებელ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები თავდაპირველად 14 სპორტსმენით დარეგისტრირდა (12 მამაკაცი, 2 ქალი.) თუმცა, ნაკრებში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. იერუსალიმის მასტერსს ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური მოეხსნა. ბექაურს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, […]
EJU: საქართველო – ჩემპიონთა სამჭედლო
EJU-მ ქართული ძიუდო “ჩემპიონთა სამჭედლოდ” მოიხსენია. მათ ქართული ძიუდოს 2 დღეს დიდი სტატია მიუძღვნეს, რომელსაც თავიდან ბოლომდე უცვლელად გთავაზობთ. ვინც ოდნავ მაინც სერიოზულად არის დაკავებული სპორტით, იცის, რომ საქართველო ფიზიკურ სპორტებში ძალიან ძლიერია, რა თქმა უნდა, ტრადიციული ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის გარდა, სპორტები, სადაც ისინი ძალიან ძლიერები არაინ: რაგბი, ძალოსნობა და ძიუდო. მას შემდეგ, რაც გასულ […]
აბუ დაბის გრანდ სლემი – ქართველები 12 სპორტსმენით იასპარეზებენ | შემადგენლობა
21-23 ოქტომბერს, გაერთიანებული საამიეროების დედაქალაქ – აბუ დაბიში, ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით წარსდგება. საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრების თავკაცმა – ლაშა გუჯეჯიანმა, აბუ დაბის გრანდ სლემისთვის ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი ძირითადად ახალგაზრდებს მისცა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აბუ დაბის გრანდ სლემისთვის -60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე -66 კგ: ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი […]
ლაშა გუჯეჯიანი: “ეს არის ყველაზე მაგარი მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც მინახავს…”
403-დღიანი პაუზის შემდეგ – ლაშა ბექაური ტატამზე ბრუნდება | შემადგენლობა
3-4 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში, “ობერვარტის ევროპის პირველობა” გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით იასპარეზებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 404 დღიანი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ არ უჭიდავია. Live.ge-ს, ლაშა ბექაურის ტატამზე დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თავად ლაშა ბექაურმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლაშა […]
8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გრანდ სლემი, ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა. უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე საქართველოს დროშის ქვეშ 14 სპორტსმენს უნდა ეჭიდავა, თუმცა 3 მათგანი: გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრს მოეხსნენ. […]