ანტალიის გრანდ სლემი: დღე III – 6 ქართველის იმედად | პრევიუ

ანტალიის გრანდ სლემი, რომელიც 1-3 აპრილს მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა. ანტალიის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, ოქროს მედალი 19 წლის ქართველმა ფალავანმა – გიორგი ტერაშვილმა მოიგო.

ბოლო საშეჯიბრო დღეს კი, საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორსმენი იასპარეზებს, აქედან 5 კაცი ერთი კი ქალი


-90 კგ


-90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას 2 სპორტსმენი: ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე დაიცავენ.

ბექა ღვინიაშვილი B ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ ბოსნიელ – ტონი მილეტიჩსა და ნიდერლანდელ – ნოელ ვან ტენდს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ლუკა D ბადეში გამოვა და განთესილი იქნება, შესაბამისად ლუკაც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. ლუკას მეტოქე, თურქ – ომერ აიდინსა და სამხრეთ აფრიკელ – ტომას-ლასლო ბრეიტენბახს შორის გამარჯვებული იქნება.

ექსპერტების აზრით, ლუკა მაისურაძეს მინიმუმ ნახევარფინალამდე შეუძლია მისვლა, ბექა ღვინიაშვილი კი თუ ნიდერლანდელ მეტოქეს მოუგებს, შესაძლებელია ფინალამდე მივიდეს.


-100 კგ


-100 კგ წონით კატეგორიაშიც 2 სპორტსმენი გვეყოლება: ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი.

ონისე სანებლიძე A ბადეში განთსილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ჩილელ – ტომას ბრიკენოს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, 1/8 ფინალში, ონისეს მეტოქე ბრიტანელი – რაის ტომპსონი იქნება. ონისე სანებლიძეს რეალური შანსი აქვს, რომ ნახევარფინალში იჭიდავოს.

რაც შეეხება გიორგი ბერიაშვილს, გიორგის ბადეში არ გაუმართლა და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება, სადაც ბრაზილიელ – უილიამ სოუსას დაუპირისპირდება. ბრაზილიელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, გიორგის მეტოქე კანადელი – შედი ელნაჰასი იქნება, რომელიც ამ წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.


+100 კგ


+100 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ მსოფლიო ჩემპიონი და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი – გურამ თუშიშვილი იჭიდავებს.

გურამი ამ წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, შესაბამისად იგი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და ავსტრიელი მეტოქე – დანიელ ალერსტორფერი ეყოლება. გურამი C ბადეშია და მას საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რომ ფინალამდე უპრობლემოდ მივიდეს.


+78 კგ


+78 კგ-ში, საქართველოს ნაკრების ღირსებას სოფიო სომხიშვილი დაიცავს. სოფიო D ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განთესილი არ არის, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს. მისი მეტოქე, პოლონელი – კინგა ვოლსიაკი იქნება. პოლონელის დამარცხების შემთხვევაში კი, ფრანგ – ლი ფონტაინს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

ანტალიის გრანდ სლემი: დღე III – 6 ქართველის იმედად | პრევიუ

სტატიის ავტორი
-