ეკო გორგოძემ წყვილთა თანრიგში ზედიზედ მეორე შეჯიბრი მოიგო – ამჯერად არგენტინაში

ქართველი ჩოგბურთელი – ეკო გორგოძე, წყვილთა თანრიგში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. იგი წყვილთა თანრიგში ბუენოს აირესის 125 ქულიანი შეჯიბრის , Argentina Open-ის ჩემპიონი გახდა.

ეკო გორგოძე, წყვილში, რუმინელ – ირინა მარია ბარასთან ერთად ასპარეზობდა და ფინალში მათ არგენტინელ – მარია კარლესა და ბერძენ – დესპინა პაპამიხაილის წყვილს 5:7, 7:5, 10:4 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ გორგოძე და მის მეწყვილე ტურნირზე პირველ ნორმად იყვნენ განთესილები.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ და ბარამ ერთი კვირის წინ Transylvania Open-ის გათამაშებაც მოიგეს და ეს, ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში საუკეთესო მიღწევაა.

ეკო გორგოძემ წყვილთა თანრიგში ზედიზედ მეორე შეჯიბრი მოიგო – ამჯერად არგენტინაში

სტატიის ავტორი
-