ბაქოს გრან სლემი – დღე მეორე: ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს!

11 მაისს სტარტი აიღო ბაქოს გრან სლემის მეორე საშეჯიბრო დღემ, სადაც საქართველოს სახელით 3 სპორტსმენი ასპარეზობდა. მამაკაცებში -73 და -81  კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას:  ბექა შავდათუაშვილი (73) , ხოლო -81 კილოგრამ  წონით კატეგორიაში: ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იცავდნენ.

ბექა შავდათუაშვილი შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ბერძენი – გეორგიოს აზოიდისი იყო. სამწუხაროდ ბექა პირველივე ბრძოლაში დამარცხდა და ბაქოს გრან სლემს ნაადრევად დაემშვიდობა.

ტატო გრიგალაშვილი მეორე ეტაპიდან ჩაერთო საქმეში, სადაც მისი მეტოქე თბილისის გრან პრის გამარჯვებული უძლიერესი ჰოლანდიელი – ფრანკ დე ვიტი იყო. ტატომ მინი სენსაცია მოახდინა და ჰოლანდიელის ბარიერი მარტივად გადალახა. მესამე ეტაპზე მას მასპინძელი – მურად ფატიევი შეხვდა და ტატომ მასთანაც  იმარჯვა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. 1/4 ფინალში ტატომ შვედი – რობინ პაჩეკი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბულგარელი – ივაილო ივანოვი იყო. სამწუხაროდ ტატო ნახევარფინალურ ეტაპზე ოქროს დროში დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ვერ იბრძოლებს, თუმცა მას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუპოვოს. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტატო გრიგალაშვილი ბერძენ –  ალექსიოს ნტანაციდისს დაუპირისპირდება.

ხოლო რაც შეეხება ნუგზარ ტატალაშვილს, ნუგზარი შეჯიბრში პირველი ეტაპიდან ჩაერთო. მან პირველ ეტაპზე მონტენეგროელი – სრდან მრავლევიჩი მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ხორვატ – დომინიკ დროზეტას დაუპირისპირდა. ქართველმა ფალავანმა ხორვატის ბარიერი მარტივად გადალახა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელთან – საგი მუკისთან დამარცხდა და ბაქოს გრან სლემს მესამე ეტაპიდან გამოეთიშა.

ბაქოს გრან სლემი – დღე მეორე: ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს!

სტატიის ავტორი
-