ბექა ღვინიაშვილმა ეკატერინბურგის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა !

დღეს, 17 მარტს სტარტი აიღო ეკატერინბურგის გრან სლემის ფინალურმა დღემ, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი ასპარეზობდნენ, -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი.

ბექას მეტოქე ნახევარფინალში ბრაზილიელი –  რაფაელ მაკედო იყო, ბექამ ბრაზილიური ბარიერიც წარმატებით გადალახა და ეკატერინბურგის გრან სლემის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჰოლანდიელი – ნოელ ვან ტ ენდი იყო.

ბექამ ჰოლანდიური ბარიერი ვეღარ გადალახა და ტატამზე დაბრუნება ვერცხლის მედლით აღნიშნა. ამით ეკატერინბუგის გრან სლემი დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 მედლის მოპოვება შეძლო და შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა.

2018 წელს ეკატერინბურგში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ზებედა რეხვიაშვილმა მოუტანა. წელს კი ვერცხლის მედალი – ბექა ღვინიაშვილმა, ბრინჯაოს მედალი კი – ლუკა მაისურაძემ და ბაგრატ ნინიაშვილმა მოიპოვეს.

ბექა ღვინიაშვილმა ეკატერინბურგის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა !

სტატიის ავტორი
-