ბუდაპეშტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობას 2 სპორტსმენი დაემატა

8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გრანდ სლემი, ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.

უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე საქართველოს დროშის ქვეშ 14 სპორტსმენს უნდა ეჭიდავა, თუმცა 3 მათგანი: გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრს მოეხსნენ.

ახლა კი შემადგენლობაში კვლავ სიახლეა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2 სპორტსმენით შეივსო: გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (-90 კგ).

ნიკა ხარაზიშვილი 2021 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, გიორგი შერაზადიშვილი კი 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებში.


შემადგენლობა 

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი

-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი

-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

+100 კგ: გელა ზაალიშვილი

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი

-78 კგ: მარიამ ჭანტურია

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.


2022 წლის ბუდაპეშტის გრანდ სლემი საოცრებებს გვპირდება. ამ შეჯიბრზე თითქმის ყველა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. სწორედ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე, ტატამზე დაბრუნდება – ტედი რინერი.

 

ბუდაპეშტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობას 2 სპორტსმენი დაემატა

სტატიის ავტორი
-