ევროპის ძიუდოს ფედერაციის რუსი პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

სერგეი სოლოვეჩიკმა ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

,,მჯერა, რომ ჩვენს რიგებში ერთიანობის შესანარჩუნებლად ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი უნდა დავტოვო,” – განაცხადა სოლოვეჩიკმა.


IJF-ი ყოფილ პრეზიდენტზე წერს – ,,მისტერ სოლოვეჩიკი მრავალი წელია, ძიუდოს ერთგული მსახურია და ყველა კოლეგა მას პროფესიონალიზმისთვისა და შრომისმოყვარეობისთვის მადლობას უხდის. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ბატონ სერგეის წარმატებებს უსურვებს.”

IJF-მა გუშინ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა, დღეს კი იგივე გადაწყვეტილება ევროპის ძიუდოს ფედერაციამაც მიიღო.

ევროპის ძიუდოს ფედერაციის რუსი პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

| ძიუდო, სხვა |
სტატიის ავტორი
-