გიორგი ლოლაძემ გრაცის ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროპის თასზე, ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი ლოლაძემ, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ლოლაძემ ფინალამდე ხუთი შეხვედრის მოგება შეძლო – პირველ რაუნდში ლარს ბერესი დაამარცხა (ბელგია), 1/16-ფინალში – ევგენ ჰონჩარკო (უკრაინა), მერვედფინალში – იოან ძიტაჩი (რუმინეთი) მეოთხედფინალში – აკოშ ბარჩიკაი (უნგრეთი), ნახევარფინალში კი – გერგელი ადორჯანი (უნგერთი).

ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ ვინჩენცო პელიგრას მოუგო და ჩემპიონი გახდა.

დღეს იასპარეზეს თომა გელაშვილმა (-60) და ალეკო კასრაძემაც (-66) რომლებმაც ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.

გიორგი ლოლაძემ გრაცის ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

| ძიუდო, სხვა |
სტატიის ავტორი
-