საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობაში 2 ცვლილებაა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე 14 სპორტსმენით დარეგისტრირდა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ლაშა გუჯეჯიანის გუნდში 2 ცვლილებაა – შემადგენლობას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი (60 კგ-ში) ლუხუმ ჩხვიმიანი და ილია სულამანიძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად განაცხადში ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) იქნებიან.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60 კგ. – თემურ ნოზაძე
-66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი

-73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი
-81 კგ. – ლუკა მაისურაძე; ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი
-100 კგ, – ვარლამ ლიპარტელიანი,
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი

-52 კგ.  ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი
-57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ. – მარიამ ჭანტურია
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი

მთავარი მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობაში 2 ცვლილებაა

სტატიის ავტორი
-