ედი ჰოლი Vs. თორ ბიორნსონი – სტრონგმენების დაპირისპირება რინგზე?!

თორ ბიორნსონი ცნობილი სერიალის “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟი “მთა” გახლავთ. ისლანდიელმა ბიორნსონმა არნოლდ შვარცნეგერის დაარსებული “სთრონგმენ კლასიკი,” ევროპისა და მსოფლიოს უძლიერესი ადამიანის ტიტული ერთ წელს მოიგო. კვირას, 3 მაისს გამართულ შეჯიბრებაზე ბიორნსონმა 501-კგ ასწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

ბიორნსონის წარმატებას კიდევ ერთი სტრონგმენი – ედი ჰოლი ორიგინალურად გამოეხმაურა. ჰოლმა გამოწვევა მიიღო და ბიორნსონთან რინგზე, კრივის წესებით დაპირისპირების სურვილი გამოთქვა.

“CoreSports-მა 7 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, რასაც უკვე მოვაწერე ხელი. ვიცი, რომ ანალოგიური კონტრაქტი ედი ჰოლსაც აქვს. ედი შენი რეკორდი უკვე დავამხე და ახლა მზად ვარ რინგზე ნოკაუტში ჩაგაგდო. ბრძოლისთვის მზად ვარ, შენ?”, – აღნიშნა თორ ბიორნსონმა.

ედი ჰოლი Vs. თორ ბიორნსონი - სტრონგმენების დაპირისპირება რინგზე?! 1

“მთის” გამოწვევაზე ედი ჰოლის პასუხმა არ დააყოვნა: “1000%-ით დარწმუნებით ვიტყვი, ამ კონტრაქტს ხელს მოვაწერ. შენ იცი, რატომაც მოვაწერ ხელს და რატომ დავთანხმდები ბრძოლას – ეს არ ეხება ფულს. 2017 წელს, მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცის კონკურსზე ცილი დამწამე. მე ამას არ გაპატიებ! შესაძლოა ბევრს უკვე დაავიწყდა მაგრამ ბოდიში არ მოგიხდია.

მინდა გაკვეთილი ჩაგიტარო – გაკვეთილი კი ის იქნება, რომ რინგზე ნოკაუტში ჩაგაგდებ. საერთოდ არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ გიგანტი ხარ. თავდაუზოგავად ვივარჯიშებ და მოვემზადები იმისათვის, რომ რინგზე თავი გაგიხეთქო.”

ედი ჰოლი Vs. თორ ბიორნსონი - სტრონგმენების დაპირისპირება რინგზე?! 2

ედი ჰოლი Vs. თორ ბიორნსონი – სტრონგმენების დაპირისპირება რინგზე?!

სტატიის ავტორი
-