ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე ცნობილია!

ენტონი ჯოშუა, რომელიც თანამედროვე ბოქსის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლია, 2020 წლის მაისში მომდევნო ბრძოლას გამართავს.

“ეიჯიმ” უკანასკნელ ორთაბრძოლაში ენდი რუიზ ჯუნიორი განმეორებით შეხვედრაში დაამარცხა, სწორედ ამ უკანასკნელმა მოახერხა, რომ ჯოშუას 22-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეეწყვიტა და ე.წ “Unbeaten” (Unbeaten – დაუმარცხებელი) სტატუსიც სამუდამოდ ჩამოერთმია.

ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე კუბრატ პულევი იქნება, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ბულგარელი მებრძოლია. აღსანიშნავია, რომ მსგავსად ჯოშუასი, მასაც მხოლოდ ერთი მარცხი აქვს კარიერის განმავლობაში.

გთავაზობთ ენტონი ჯოშუასა და კუბრატ პულევის მიერ ჩატარებული ორთაბრძოლების მცირე სტატისტიკას:

ენტონი ჯოშუა 

ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე ცნობილია! 1

ჩატარებული ბრძოლა: 24 

გამარჯვება: 23 

გამარჯვება ნოკაუტით: 21

მარცხი: 1 

კუბრატ პულევი

ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე ცნობილია! 2

ჩატარებული ბრძოლა: 29

გამარჯვება: 28

გამარჯვება ნოკაუტით: 14

მარცხი: 1 

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯოშუასა და პულევის ბრძოლა 2020 წლის მაისში, სტამბოლში, კერძოდ – “Vodafone პარკში” გაიმართება.

ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე ცნობილია!

სტატიის ავტორი
-