ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქართველი ქალი ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ეთერი ფინალში ფრანგ მეტოქესთან სარა ლეონიე ცისიქიუქსთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფინალი შედგება მამაკაცთა -81 კილოგრამ კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი დაუპირისპირდებიან. ასევე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის მარიამ ჭანტურია იჭიდავებს.

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყულაბაში ოფიციალურად 5 მედალია. (1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო). ხოლო, თუ მარიამ ჭანტურია გაიმარჯვებს, მეორე დღისთვის ქართულ ყულაბაში 6 მედალი იქნება.

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

სტატიის ავტორი
-