18 პენალტი და ყოფილი თანაგუნდელი მეკარეების დრამატული დუელი სუპერ თასზე | VIDEO

საქართველოს სუპერ თასის რიგით 21-ე გათამაშება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი “დინამო ბათუმი” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც, ფორმატის შესაბამისად პენალტების სერია დაინიშნა და საკმაოდ დრამატულადაც წარიმართა.

საწყისი 5-5 დარტყმის შემდეგ, ანგარიში კვლავინდებურად ფრე იყო, ხოლო დამატებითი 11-მეტრიანების შემდეგ ორივე გუნდის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო. ოთო გოშაძემ მეტოქის დარტყმულის მოგერიების შემდეგ, გატანა და მატჩის ბედის თავად გადაწყვეტა სცადა, თუმცა ლაზარე კუპატაძემ, რომელიც მისი ყოფილი თანაგუნდელია, ჩანაფიქრი გამოუცნო და პენალტი მოიგერია. ბათუმელთა გოლკიპერმა იგივე შემდეგ ჯერზეც გააკეთა და საერთო ჯამში მოგერიებული სამი პენალტით თავის გუნდს ისტორიაში მეორე ტიტული მოუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, “დინამო ბათუმს” ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელის თითო-თითო და სუპერთასის 2 ტიტული დაუგროვდა.

 

18 პენალტი და ყოფილი თანაგუნდელი მეკარეების დრამატული დუელი სუპერ თასზე | VIDEO

სტატიის ავტორი
-