ევროპული თამაშები 2023 – მძლეოსანთა ნაკრები ტურნირზე 22 სპორტსმენით იასპარეზებს

2023 წლის ევროპულ თამაშებს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი უმასპინძლებს. მასშტაბური სპორტული ღონისძიება 21 ივნისს აიღებს სტარტს და 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

12 დღის განმავლობაში, ევროპული თამაშების 29 განსხვავებულ დისციპლინაში, 48 ქვეყნის 7000 სპორტსმენზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. სხვადასხვა დისციპლინებში მონაწილე სპორტსმენებისთვის წლევანდელი ევროპული თამაშები განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს. ევროპულ თამაშებზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად, გამარჯვებული სპორტსმენები ოლიმპიურ სარეიტინგო ქულებსა და კვოტებს მიიღებენ.

ევროპული თამაშების პირველი საშეჯიბრო დღის ღონისძიებების სრული ჩამონათვალი აღნიშნულ ბმულზეა განთავსებული.

3×3 კალათბურთი, მხატვრული ცურვა, მძლეოსნობა, პლაჟის ხელბურთი, ველორბოლა BMX თავისუფალი სტილით, კანოეს სპრინტი, პადელი…. ეს იმ სახეობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სტარტს პირველივე დღეს აიღებს.

ქართული დელეგაცია უკვე პოლონეთში იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 21 ივნისსაა ჩანიშნული, ზოგიერთ სახეობაში შეჯიბრებები უკვე ჩატარდა.

საქართველოს მძლეოსანთა ნაკრები ტურნირზე 22 სპორტსმენით იასპარეზებს. ნაკრები აღნიშნულ ტურნირს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ნაკრები გუნდის თითოეული წევრი ცდილობს, რომ შეჯიბრს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

ევროპული თამაშები 2023 – მძლეოსანთა ნაკრები ტურნირზე 22 სპორტსმენით იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-