ევროპული თამაშები | კიკბოქსიორი ლუკა შონია ფინალში იასპარეზებს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ.

კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში პოლონელი მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა და მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს. ფინალური შეხვედრა 2 ივლისს გაიმართება.

კიდევ ერთი ქართველი კიკბოქსიორი – ზურაბ ივანიაძე, 86 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ევროპული თამაშები | კიკბოქსიორი ლუკა შონია ფინალში იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-