ევროპული თამაშები | ლაშა გურულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა – ლაშა გურულმა, ევროპულ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა.

ფინალში ლაშა გურულმა ფრანგ სოფიან ოუმიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 4:1 დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი შემატა.

შეგახსენებთ, მიუხედავად ფინალში მარცხისა, ევროპულ თამაშებზე ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად, ლაშა გურულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზური გაინაღდა.

ევროპული თამაშები | ლაშა გურულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

სტატიის ავტორი
-