საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გურამ გიორბელიძე კარიერას პოლონურ ,,ზაგლებიეში” გააგრძელებს. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
26 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გიორბელიძემ, რომელიც ,,ვოლფსბერგერის” საკუთრება იყო, გასული სეზონი ,,დინამო დრეზდენში” გაატარა, სადაც 20 შეხვედრა ჩაატარა.
🆕 Guram Giorbelidze wzmacnia KGHM Zagłębie Lubin! 🔥 26-latek występujący na lewej obronie podpisał z naszym Klubem 2-letnią umowę 🤝
Guram, witamy w Lubinie! 🧡 pic.twitter.com/7AYFKiqiir
— Zagłębie Lubin (@ZaglebieLubin) July 17, 2022
,,ზაგლებიეში” ითამაშებს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე გაფრინდაშვილი, რომელმაც ,,დინამო ბათუმი” ახლახან დატოვა.
24 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მიმდინარე სეზონში თორნიკეს ანგარიშზე ,,დინამო ბათუმის” შემადგენლობაში ჩატარებულ 26 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო.
ლუბინის ,,ზაგლებიემ” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021-2022 წლების სეზონი 38 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზე დაასრულა.
🆕 Tornike Gaprindashvili piłkarzem KGHM Zagłębia Lubin! 🔥 25-letni skrzydłowy pochodzący z Gruzji podpisał z naszym Klubem 3-letnią umowę 🤝
Tornike, witamy w Lubinie i życzymy powodzenia! ✊ pic.twitter.com/IDMVdXMyNd
— Zagłębie Lubin (@ZaglebieLubin) July 17, 2022