ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

2023 წლის პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე, ქართველმა ეტლით მოფარიკავემ – ირმა ხეცურიანმა, ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვა.

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო თასზე, ირმა ხეცურიანმა წარმატებით იასპარეზა. ხეცურიანმა რაპირით ბრძოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ხმლით ფარიკაობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

სტატიის ავტორი
-