ჯეიმი ფოქსი ტაისონის როლს შეასრულებს – ნახეთ მსახიობის სხეულის ტრანსფორმაცია (ფოტო)

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის – მაიკ ტაისონის შესახებ ჰოლივუდში ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. ცნობილია, რომ რკინის მაიკის როლს ჯეიმი ფოქსი შეასრულებს.

ჰოლივუდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მსახიობმა მაყურებელს თავი არაერთი განსაკუთრებული როლით დაამახსოვრა – ოსკაროსანი ჯეიმი ფოქსი აღნიშნავს, რომ მისთვის უდიდესი პატივია პატისონის როლის შესრულება და იგი განსაკუთრებული მონდომებით ემზადება.

სოციალურ ქსელებში ჯეიმი ფოქსის სხეულის ტრანსოფრმაციის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა – გადაღებების დაწყების წინ, მსახიობი აქტიურად ვარჯიშობს. Instagram-ის გვერდზე ჯეიმი ფოქსმა  რამდენიმე ფოტო თავად გამოაქვეყნა.

“ტრანსფორმაცია დაწყებულია. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მაიკ ტაისონის როლს შევასრულებ. ხშირად მეკითხებიან ფილმის გამოსვლის თარიღის შესახებ – მოვლენები თანდათან ვითარდება.

მოგზაურობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. პირველი და უმთავრესი ამოცანა სხეულის ტრანსფორმაცია გახლდათ. პრესის ვარჯისებისა და აზიდვების მეშვეობით საკმაოდ კარგი სტარტი გვაქვს. ვარჯიშის შედეგად ტრანსფორმირებული სხეულის ფოტოები გამოვაქვეყნე მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი.

ბიოგრაფიული ფილმების გადაღება საკმაოდ რთულია და ხშირად მის დასასრულებლად 20 წელიც არ კმარა, მაგრამ ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ. მაიკ ტაისონს ყველაზე უცნაურ ვითარებაში შევხვდი, იმ დროს 22 წლის ვიყავი. სცენაზე ერთ-ერთი გამოსვლის დროს ტაისონის შესახებ ვხუმრობდი მაგრამ არავინ იცინოდა, რადგან მაიკი იქ იყო და გვიყურებდა.

ტაისონი ვნახე მისი კარიერის პიკში და მის გვერდით ვიყავი, როდესაც მოვლენები საშინელი სცენარით განვითარდა. მოხარული ვარ, რომ ფილმში ტაისონის დიდება და ტრაგედიაც იქნება ასახული”, – აღნიშნა ჯეიმი ფოქსმა.

ჯეიმი ფოქსი ტაისონის როლს შეასრულებს – ნახეთ მსახიობის სხეულის ტრანსფორმაცია (ფოტო)

სტატიის ავტორი
-