კანტონა UEFA-ს პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი გახდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, ერიკ კანტონა UEFA-ს პრეზიდენტის ჯილდოს გამარჯვებული გახდა. 45 წლის კანტონას მონაკოში დააჯილდოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კანტონას კარიერის დასრულების შემდეგ გამოჩენილი აქტიური ქმედებებისა და ქველმოქმედებისათვის დააჯილდოვებენ.

“ეს ჯილდო ხაზს უსვამს არა მხოლოდ მის გენიალურ ფეხბურთელობას – არამედ პიროვნულ ღირებულებებს. კანტონამ დაამტკიცა რომ მაღალი კალიბრის ფეხბურთელთან ერთად, დიდებული პიროვნებაა.”

“ის არის პიროვნება, რომელსაც არ გააჩნია კომპრომისები და ყოველთვის იცავს საკუთარ ღირებულებებს. კანტონა გულს და სულს დებს იმ საქმეში, რომლისაც სწამს”, – აღნიშნა UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა.

სხვადასხვა დროს, UEFA-ს პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელები დევიდ ბექჰემი, იოჰან კრუიფი, ბობი ჩარლტონი, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი რობსონი და პაოლო მალდინი გახდნენ.

კანტონა UEFA-ს პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი გახდა

სტატიის ავტორი
-