“კარგი მე ამას დავიმახსოვრებ” – ბისპინგმა დოლიძეს მოტივაცია მისცა

29 ოქტომბერს, UFC Vegas 63-ზე რომან დოლიძემ ამერიკელი მეტოქე ფილ ჰოუსი პირველივე რაუნდში მძიმე ნოკაუტით დაამარცხა. ეს გამარჯვება საღამოს საუკეთესო შესრულებად დასახელდა და ქართველმა დამატებით 50 000 დოლარი გამოიმუშავა. UFC-ში ეს რომანისთვის მეხუთე გამარჯვება იყო. აღსანიშნავია, რომ უკვე სამი ბრძოლაა დოლიძე დაუმარცხებელია და ახლა უკვე Top 15-ის მებრძოლს ელის.

ამ მოგებამდე რომანმა აღნიშნა, რომ მას ბისპინგი ბრძოლის სტილის გამო აკრიტიკებდა და სურდა მისთვის დაემტკიცებინა, რომ მეტოქის ნოკაუტში ჩადგებაც შეეძლო.

“როდესაც ორი ბრძოლა ჭიდაობით მოვიგე, ბისპინგს ეგონა, რომ ბიჭებს მხოლოდ ჭიდაობით ვჯობნიდი. მაიკლმა თქვა: „დიახ, მან მოიგო ეს ბრძოლა, მაგრამ არავის მოეწონება.“ მე მაშინვე ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს ვიმახსოვრებდი. ბოლო ორი ბრძოლა ნოკაუტით მოვიგე. სიმართლეს ვიტყვი, ბისპინგმა მოტივაცია მომცა.” – განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს UFC Fight Night 213 ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

"კარგი მე ამას დავიმახსოვრებ" - ბისპინგმა დოლიძეს მოტივაცია მისცა 1

“კარგი მე ამას დავიმახსოვრებ” – ბისპინგმა დოლიძეს მოტივაცია მისცა

| სხვა |
სტატიის ავტორი
-