რუსი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორის “შერეული საბრძოლო ხელოვნებიდან” (MMA) წასვლას გამოეხმაურა.
დღეს ირლანდიელმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა, იმის შესახებ რომ სპორტიდან მიდის.
მაკგრეგორმა მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა: “მოგესალმებით, სწრაფი განცხადება. გადავწყვიტე სპორტში, რომელიც ფორმალურად ცნობილია როგორც “შერეული საბრძოლო ხელოვნება” (MMA) კარიერა დავასრულო. ჩემს ძველ მეგობრებსა და კოლეგებს ასპარეზზე წარმატებას ვუსურვებ. დროა ჩემს ყოფილ კოლეგებს შევუერთდე, რომლებმაც კარიერა დაასრულეს.”
Hey guys quick announcement, I’ve decided to retire from the sport formally known as “Mixed Martial Art” today.
I wish all my old colleagues well going forward in competition.
I now join my former partners on this venture, already in retirement.
Proper Pina Coladas on me fellas!— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) March 26, 2019
მისმა მეტოქემ კი საკუთარ გვერდზე აღნიშნული ფაქტი ბრწყინვალედ შეაფასა და დაწერა რომ “ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფე შეიძლება იყოს”.
There can be only one king in the jungle.
Only ☝️ pic.twitter.com/BuqVNUkoR0— khabib nurmagomedov (@TeamKhabib) March 26, 2019