კიუშუ ბაშო იწყება | ტოჩინოშინის საწყისი ორი მეტოქე ცნობილია

14 ნოემბრიდან ყოველწლიური 6 ბაშოდან უკანასკნელი, კიუშუ ბაშო, აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტურნირზე სუმოს ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინიც.

რამდენიმე კვირის წინ იაპონურმა სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა.

ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე, ცნობილი გახდა საწყისი ორი დღის ბრძოლები, შესაბამისად გაირკვა თუ ვინ გაუწევს ოპონირებას ტოჩინოშინს.

პირველ დღეს დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ტოჩინოშინი, აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა იუტაკაიამას შეხვდება. საყურადღებოა, რომ აქამდე მათ შორის 5 ბრძოლა გაიმართა და 5-ვე შემთხვევაში ტოჩინოშინმა იმარჯვა.

რაც შეეხება მეორე დღეს, ქართველი ფალავანი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის შეხვდება, რომელთანაც აქამდე 10 ბრძოლა გამართა, საიდანაც 8-ჯერ ტოჩინოშინმა გაიმარჯვა, 2-ჯერ კი კაგაიაკიმ.

კიუშუ ბაშო იწყება | ტოჩინოშინის საწყისი ორი მეტოქე ცნობილია

| სხვა, სუმო |
სტატიის ავტორი
-