კიუშუ ბაშო | ვინ რა თანხა გამოიმუშავა (12 დღის მონაცემები)

სუმოს სამყარო 2021 წლის უკანასკნელ სუპერტურნირს – კიუშუ ბაშოს ადევნებს თვალყურს.

ნოემბრის ბაშო იოკოძუნა ჰაკუჰოს კარიერის დასრულების შემდეგ პირველი ტურნირია – ამჟამად სუმოს სამყაროში მხოლოდ ერთი იოკოძუნაა ტერუნოფუჯის სახით.

მე-13 საშეჯიბრო დღის შემდეგ, იოკოძუნა ტერუნოფუჯი დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს, რაც იმას გულისხმობს, რომ მონღოლ მებრძოლს 13 მოგება და 0 მარცხი აქვს.

თავის მხრივ ტურნირზე მონაწილეობას იღებს ექს-ოძეკი ტოჩინოშინიც, რომელიც ბაშოს მე-5 დღეს დაუბრუნდა და ამჟამად 5 მოგების მოგროვება შეძლო. ქართველი მებრძოლი მე-13 მაეგაშირაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ჯურიოს დივიზიონში დაქვეითების საფრთხის წინაშეა.


გთავაზობთ გამომუშავებული თანხის მხრივ მოწინავე 5 მებრძოლს (12 დღის მონაცემები):


1.  ტერუნოფუჯი – (257 კენშო) – 102,800$

2. ტაკაკეიშო – (121 კენშო) – 48,400$

3. შოდაი – (61 კენშო) – 24,400$

4. ენდო – (51 კენშო) – 20,400$

5. მიტაკეუმი – (43 კენშო) – 17,200$


 

კიუშუ ბაშო | ვინ რა თანხა გამოიმუშავა (12 დღის მონაცემები)

სტატიის ავტორი
-