კონფერენს ლიგაზე დინამო ბათუმისა და საბურთალოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

იმ შემთხვევაში თუ ,,დინამო ბათუმი” კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს, მეორე რაუნდში საქართველოს მოქმედი ჩემპიონები რფს-ს (ლატვია), ლა ფიორიტას (სან მარინო), ბალკანის (კოსოვო), ვიკინგურს (ისლანდია), ტნს-ს (უელსი), სუტიესკას (მონტენეგრო), კლაკსვიკს (ფარერები), ჰიბერნიანსს (მალტა) ან ლევადიას (ესტონეთი) შეხვდებიან.

,,საბურთალოს” სავარაუდო მეტოქეები კი რუჟომბეროკი (სლოვაკეთი), რიგა (ლატვია), კიზილ-ჟარი (ყაზახეთი), ოსიეკი (ხორვატია), ვიკინგური (ფარერები), დაკ-104 (სლოვაკეთი), გზირა იუნაიტედი (მალტა), რადნიჩკი (სერბეთი), გომელი (ბელარუსი) და არისი (საბერძნეთი) არიან.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ,,დინამო ბათუმის” მეტოქე პოლონური ,,ლეხ პოზნანია”, ,,საბურთალოს” კი – ,,სტიაუა ბუქარესტი”. გუნდებს შორის შეხვედრები 21-28 ივლისს გაიმართება.

წილისყრა ხვალ, 18 ივლისს, თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული.

კონფერენს ლიგაზე დინამო ბათუმისა და საბურთალოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

სტატიის ავტორი
-