ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედლები მოიპოვა.

+109 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძემ ჩემპიონობა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მეექვსედ მოიპოვა.

ლაშამ მიმდინარე ტურნირზე, ატაცში 215 კგ, ხოლო აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

https://twitter.com/iwfnet/status/1603879780054716419

ორჭიდის ჯამში, ლაშამ 466 კგ. დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეექვსედ იზეიმა.

კოლუმბიაში გამართულ მსოლფიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვეს. ლაშას ოქროების გარდა, მედლების ყულაბას გიორგი ჩხეიძემ ორი ვერცხლი შემატა.

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო

სტატიის ავტორი
-