უელსის ნაკრებისა და “ბრიტანელი ლომების” 10 ნომერი ფილ ბენეტი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უელსის ოქროს წლების პერიოდში, ბენეტი ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მისი უდიდესი დამსახურებაა,როცა გუნდმა, ჯერ კიდევ, 5 ერის მოგება შეძლო, 1970 წელს. ასევე, მონაწილეობა მიიღო “ბრიტანელი ლომების” დაუვიწყარ, დაუმარცხებელ სერიაში. ფილ ბენეტმა შეძლო და 20 თამაში მოაგროვა “ბარბაროსებში”. ის ერთ-ერთ საუკეთესო ათ ნომრად ითვლება უელსური რაგბის ისტორიაში. გარდა ამ ყველაფრისა, ბენეტი მეორე უელსელი იყო, რომელმაც 1977 წელს “ბრიტანელ ლომებს” უკაპიტნა.
ის თავისი მშობლიური ქალაქის გუნდის ერთგული გულშემატკივარი იყო. სარაგბო კლუბ “ფელინფოლმა” ეს ყველაფერი დააფასა და სტადიონის წინ, ლეგენდარულ მოთამაშეს, ძეგლი დაუდგა.
2005 წელს, მსოფლიო რაგბმა, ფილ ბენეტი დიდების დარბაზში შეიყვანა.
It is with the deepest sadness that we announce the passing of club legend, former captain and Scarlets President Phil Bennett.
Phil passed away peacefully at his home on Sunday evening surrounded by his close family. pic.twitter.com/FQpacfONfD
— Scarlets Rugby (@scarlets_rugby) June 12, 2022