LEN-მა შუშიაშვილის გოლი საუკეთესოთა შორის დაასახელა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური დასრულებულია – ევროპის საუკეთესო გუნდების შერკინების შემდეგ, ევროპის ცურვის ლიგამ (LEN) ტურის საუკეთესო გოლები გამოარჩია.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შორის, მეორე პოზიციაზე “დინამო თბილისის” ყოფილი წყალბურთელის, ნიკა შუშიაშვილის გოლი დასახელდა: “ნოვი ბელგრადის” მოთამაშემ “ოლიმპიაკოსს” ეფექტური გოლი გაუტანა და LEN-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.

რეიტინგში პირველი პოზიცია გამოცდილმა ნიკშა დობუდმა დაიკავა, რომელმაც შეხვედრის განმავლობაში, “დინამო თბილისს” არაერთი პრობლემა შეუქმნა და მეორე მეოთხედის მიწურულს, ეფექტური კომბინაციის შედეგად, ჩინებული გოლი გაიტანა.

იხილეთ მე-2 ტურის საუკეთესო გოლები

LEN-მა შუშიაშვილის გოლი საუკეთესოთა შორის დაასახელა

სტატიის ავტორი
-