ლესტერის მფლობელის ვერტმფრენი სტადიონთან ახლოს ჩამოვარდა
“ვესტ ჰემთან” ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1) “ლესტერის” მფლობელის, ვიჩაი შრივადხანაპრაბჰას კერძო ვერტმფრენი “ქინგ ფაუერის” მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა მომხდარის დროს “ლესტერის” პრეზიდენტი ვერტმფრენში.
Theres a major incident by the King Power Stadium. Emergency services attending. pic.twitter.com/GtAbo6AHpD
— Mr Geoff Peters (@mrgeoffpeters) October 27, 2018
ჩვეულებისამებრ, “ლესტერის” პრეზიდენტი სტადიონს საკუთარი პირადი ვერტმფრენით ტოვებდა. 60 წლის ბიზნესმენმა გუნდი 2010 წელს შეიძინა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გუნდმა პრემიერლიგის მოგება შეძლო.
თვითმხილველების თანახმად, ვერტმფრენი აფრენიდან მოკლე დროში ჩამოვარდა. ბრიტანული მედიასაშუალება, Guardian კი წერს, რომ მომხდარის შემდეგ გუნდის მთავარი მეკარე, კასპარ შმეიხელი აცრემლებული შენიშნეს, რაც იმის ვარადის საფუძველს იძლევა, რომ ვერტმფრენში ვიჩაი შრივადხანაპრაბჰა ნამდვილად იმყოფებოდა.
ვიდეო, რომელიც ვერტმფრენის აფრენამდეა გადაღებული
Chilling video of BT Sport filming the Leicester owner’s helicopter and joking just seconds before it crashed outside the stadium.#Leicester pic.twitter.com/SEttxR36Gf
— Tom vdm (@TVDMolen) October 27, 2018